პროექტები

სასწავლო პროექტები
პროექტის    სახელწოდება
„თამარ  მეფე’’
პროექტის   მთავარი  იდეა:
წარმოაჩინოს   საქართველოს   ძლიერების  ხანა ,თამარ მეფის  ღვაწლი,საქართველოს ისტორიაში.
პროექტის  აქტუალობა:
ამ  პროექტის   საშუალებით  ბავშვები გაიგებენ  თუ რა  ცვლილებები  მოხდა  საქართველოში  თამარის  გამეფებისას.განსაზღვრავენ  ქალის  როლს  საქართველოს  ისტორიაში,მის  მიერ   გატარებულ  რეფორმებს  ,რომელმაც  საქართველო   უძლიერეს  სახელმწიფოდ  აქცია.
პროექტის  მიზნები:
კვლევის,ინფორმაციის  მოძიების
და  კრიტიკული  აზროვნების  განვითარება.მოსწავლეები  გაეცნობიან  თუ  რაოდენ    მნიშვნელოვანია  თამარის  მეფობის  ხანა    საქართველოსთვის.
მოსწავლეთა  ასაკი
11წელი
ვადები-ხანგრძლივობა
1თვე და მეტი
მოსალოდნელი  შედეგი
-მოსწავლეები განხორციელებული პროექტის შემდეგ შეძლებენ თამარის დროინდელი საქართველოს უკეთ გაცნობასა და გამოკვლევას, ქალის როლს ისტორიაში
პროექტისთვის  საჭირო  რესურსები:
წიგნი, კომპიუტერი,სურათები, ნახატები. სლაიდები
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე  მუშაობით მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათინფორმაციის  მოძიების,დახარისხების,  ანალიტიკური  აზროვნების,სინთეზური  აზროვნების, შემოქმედებითი  და  კრიტიკული  აზროვნების  უნარ-ჩვევები. ისწავლიან   პროექტზე  მუშაობას,  შეისწავლიან   სხვადასხვა  კომპიუტერულ   პროგრამებს.
პროექტის   მსვლელობა:
საპროექტო  თემის  შერჩევის  შემდეგ, შეიქმნება  პროექტის გეგმა  და მისი   განხორციელების    ეტაპები,მოსწავლეებს    დავყოფ   ჯგუფებად.მოსწავლეთა   ერთ ჯგუფს  დაევალება   მოიძიონ   ინფორმაცია  თამარის  გამეფებასთან   დაკავშირებით.მეორე   ჯგუფს დაევალება  მოიძიონ  ინფორმაცია   თამარის საშინაო  საგარეო   პოლიტიკის  შესახებ.მესამე   ჯგუფი     შექმნის    საპრეზენტაციო   ფაილებს. თითოეული  ჯგუფი   დათქმულ  ვადაში  წარმოადგენს მოპოვებულ   მასალას.შეიქმნება   პროექტის ანგარიში და მოხდება  პროექტის  პრეზენტაცია.პროექტის   დასასრულს  მოსწავლეები  შეავსებენ   თვითშეფასების  ბარათებს.
ეროვნულ   სასწავლო   გეგმასთან   კავშირი
ჩვენი საქართველო
საზ. მეც.V-VI.6.
მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული  მმართველობის ფორმები.
საზ. მეც.V-VI.7.
მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
საზ. მეც.V-VI.8.
მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში
პროექტის  ხელმძღვანელი.
ი.ბურდულაძე

სასწავლო ექსკურსიის გეგმა
ექსკურსიის  სახელწოდება
ძველი ქალაქები საქართველოში
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო
მცხეთა -უფლისციხე -გორი
ექსკურსიის აქტუალობა
    ექსკურსია წარმოადგენს შემეცნების ერთ-ერთ ფორმას. მოზარდებისათვის  და მას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. სწავლობენ ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილებში ქცევის წესებს; ცოცხალ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა-გამოყენებას;ისტორიული ძეგლების პატივისცემას ,  თანაკლასელებთან თანამშრომლობას. მასწავლებელი იღებს დამატებით ინფორმაციას მოსწავლეების უნარების შესახებ.
ექსკურსიის მიზნები
არაფორმალურ გარემოში ქცევის, ბუნებრივი გარემოსადმი და ისტორიული ძეგლებისადმი პატივისცემის ,მზრუნველი დამოკიდებულების უნარის განვითარება და დასახლების ტიპების განსხვავება
ესგ-თან შესაბამისობა:
    მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქას
     მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლებების ტიპებთან
მოსწავლეთა ასაკი
11-12 წელი                                                                                   
6კლასი
მოსალოდნელი  შედეგები

1.ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს    სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს მაგ. მთები ,ტყეები და სხვა  
      2.ასხვავებს საქართველოში გავრცელებულ საცხოვრებელი სახლების ტიპებს ,უკავშირებს სახლების არქიტექტურას გეოგრაფიულ გარემოს. 
     3.ასხვავებს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე(მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარის ნაპირებზე,რატომ გვხვდება ძველი ნასახლარები მიუვალ ადგილებში)
     4.საქართველოს კონტურულ რუკაზე დაიტანს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს(ქალაქი,სოფელი,დაბა) 
    5.ასახელებს სხვადასხვა დასახლების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობებს ,მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე
    6.ერთმანეთს ადარებს საკუთარი და სხვა დასახლებული პუნქტისბუნებრივ პირობებს.

ძირითადი  რესურსები
ჩანაწერების/ნახატების ბლოკნოტი, ფანქრები, კალამი, ბურთი, საკვები, წყალი, ერთჯერადი ჭურჭელი
ექსკურსიის მსვლელობა
ექსკურსიამდე:
აქტივობა1. კლასში ვკითხულობთ უძველესი ქალაქების ისტორიას, მცხეთის როგორც უძველეს დედაქალაქს და უფლისციხის ,როგორც წინარე ქრისტიანულ და ქრისტიანულ  ძეგლზე მოვიძიებთ ინფორმაციას მცხეთის და უფლისციხის ღირშესანიშნაობებზე
აქტივობა2. მშობლებთან ერთად ვადგენთ ექსკურსიის გეგმას, განვსაზღვრავთ მარშრუტს, თანწასაღებ რესურსებს. მოსწავლეებს ვავალებთ თან იქონიონ ბლოკნოტები დავალებების შესასრულებლად . განვიხილავთ მგზავრობასთან დაკავშირებულ რისკებს (მოსწავლეთა ჯანმრთელობა/ მგზავრობის ატანა, ამინდის შესაძლო გაუარესება...).
ექსკურსიაზე:   
აქტივობა 3. გამგზავრებამდე ვაცნობ ჯგუფების შემადგენლობას 4-4 მოსწავლის რაოდენობით, რომლებსაც დახმარებას გაუწევენ მშობლები და ვთხოვთ ჯგუფებს ჩაინიშნონ გამგზავრების დრო.
აქტივობა 4.  მგზავრობის დროს ჯგუფები ბლოკნოტებში ჩაინიშნავენ/ჩაიხატავენ იმ ბუნებრივ ობიექტებს, რომლებსაც მგზავრობისას შევხვდებით. ჯგუფის ხელმძღვანელ მშობლებს ვთხოვთ დროდადრო შეახსენონ ბავშვებს დავალება/ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობაში.
აქტივობა 5. ჯგუფები ჩაინიშნავენ მგზავრობის დასრულების დროს და ვაცნობთ შემდეგ დავალებას: ყურადღებით მოუსმინონ მასწავლებელს და დაათვალიერონ ტაძარი შიგნიდან. ბლოკნოტებში ჩაინიშნონ/ ჩაიხატონ მნიშვნელოვანი/საინტერესო ადგილები ტაძრის შიგნით
აქტივობა 6.“ ვისვენებთ ტაძრის ეზოში. მოვისმენთ შთაბეჭდილებებს, ვუპასუხებთ კითხვებს.
აქტივობა 7. წახემსება
აქტივობა8. კვლავ ჩაინიშნავენ გამგზავრების დროს და ვამცნობთ შემდეგ მარშრუტს-ატენის სიონი
აქტივობა 9. ჩაინიშნავენ ჩასვლის დროს და მიიღებენ დავალებას: ჯგუფები მშობლებთან ერთად ათვალიერებენ ტაძარს და ავლებენ პარალელს სვეტიცხოველს ,უფლისციხესა და ატენის სიონს შორის
აქტივობა 10. სადილი
აქტივობა 11. სპორტული თამაშები
აქტივობა 12. გამომგზავრება. დროის ჩანიშვნა
აქტივობა 13. დაშლამდე იღებენ დავალებას: ორშაბათს სკოლაში  წამოიღონ შეგროვებული მასალა, ჩანაწერები, ჩანახატები.
ექსკურსიის შემდეგ:
აქტივობა14.  შეგროვებული მასალის ორგანიზება მასწავლებლის დახმარებით.
·         შთაბეჭდილებების გადმოცემა
·         დროსთან დაკავშირებული ჩანაწერების ანლიზი
·         ადამიანი დახელოვნება ,არქიტექტურა
·         ჩვენ ვქმნით ხელოვნების ნიმუშებს.
აქტივობა: 15 . მშობლებისა და მოსწავლეების მიერ შეფასების კითხვარის შევსება.
ექსკურსიის ხელმძღვანელი
ინგა ბურდულაძე
მეექვსე კლასი 28 მაისი  2017წელი

შეფასების კითხვარი მშობლებისათვის
კითხვები
1 ქულა
2 ქულა
3 ქულა
ექსკურსია დაგეგმილი იყო საინტერესოდ.
+
ექსკურსიისათვის გათვლილი აქტივობები იყო სახალისო.
+
ყველა მოსწავლე და მშობელი აქტიურად იყო ჩართული.
+
ექსკურსიაზე გავეცანით ახალ ინფორმაციას
+
ექსკურსიაზე შეუზღუდავად მოქმედებდნენ ბავშვები ქცევის წესების გათვალისწინებით.
+

შეფასების კითხვარი მოსწავლეებისთვის

1
ექსკურსია საინტერესო და სახალისო იყო
2
უფრო დავუახლოვდი მეგობრებს
3
გავიცანი მეგობრების მშობლები
4
მივიღე ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი
5
გამიჭირდა დავალებების შესრულება
6
დავალებეის შესრულებისას დამჭირდა უფროსების დახმარება
7
მაქვს სურვილი კიდევ წავიდე ექსკურსიაზე
სურვილი, რომელიც არ შემისრულდა

















No comments:

Post a Comment